3 000 წლის წინანდელი სამლოცველო მთა ნაზარლებზე - პაატა ბუხრაშვილი
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
5 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართა საჯარო ლექცია, სახელწოდებით ,,3 000 წლის წინანდელი სამლოცველო მთა ნაზარლებზე“. ლექციაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, მთა ნაზარლების თხემზე, ახლად აღმოჩენილი (გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა, ქრისტემდე XII-X სს.), ძალზე საინტერესო არქეოლოგიური ძეგლის შესახებ ისაუბრეს. წარმოდგენილი იყო არგუმენტირებული ვარაუდები და დასკვნები მოცემული არქეოლოგიური ძეგლის თაობაზე და მის ადგილზე პერიოდის (გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა) კულტურათა სისტემაში.