Tuesday, 25 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ოზურგეთში AI კლუბების მოსწავლეებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ოზურგეთში AI კლუბების მოსწავლეებს შეხვდაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, ილიაუნის ხელოვნური ინტელექტის კლუბების წევრ მოსწავლეებს შეხვდნენ, კლუბების საქმიანობასა და მოსწავლეების პროექტებს გაეცნენ. ⏺ შეხვედრას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქალაქ ოზურგეთში მდებარე ტექნოპარკმა უმასპინძლა. ⏺ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების ქსელის განვითარების პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ფაბლაბ ილიაუნი. ⏺ ამჟამად ქსელი აერთიანებს კონკურსის წესით შერჩეული 31 სკოლიდან 12-18 წლის 483 მოსწავლეს. ▶ ილიაუნის ტრენერების დახმარებით გადამზადნენ სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ სკოლებში უძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის. ⏺ პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს, რომლის ადაპტირების პროცესში ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები იყვნენ ჩართულები. ▶ თითოეულ მათგანს გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. აღნიშნულ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ 10-20 მოსწავლის მონაწილეობით. ▶ პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც ისინი გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას. ⏹ პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
Мой аккаунт