Saturday, 22 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ანტივაქსერებმა ქუთაისში მწვანე ბარათები კვლავ გააპროტესტეს - ვიდეო

ანტივაქსერებმა ქუთაისში მწვანე ბარათები კვლავ გააპროტესტეს - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კვირას ქუთაისში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა მწვანე პასპორტების წინააღმდეგ მწვანე პასპორტების წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ნოემბრის ბოლოდან იმართება. „მწვანე სტატუსი“ ქვეყანაში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რამაც პროტესტი გამოწვია საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც აცრა არ სურს. ქუთაისში აქცია უკვე მესამედ გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ერთი კვირაში კვლავ აპირებენ შეკრებას. ისინი ასევე აპროტესტებენ იძულებით აცრას. 1 დეკემბრიდან რესტორნებში, სასტუმროებში, მუზეუმებში, თეატრებსა და კინოში შესვლა ნებადართული იქნება „მწვანე სტატუსის“ მქონე პირებისათვის. „მწვანე სტატუსი ენიჭებათ აცრილ და კოვიდ-გადატანილ პირებს, ასევე სამდღიანი „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ მათ, ვინც „პისიარ-ტესტირებას“ ჩაიტარებს, ხოლო სწრაფ ტესტზე სტატუსი ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.
Мой аккаунт