თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა კოვიდ-ტერორს“. იხილეთ Sputnik-ის ვიდეოში, როგორ იცავდნენ საკუთარ უფლებებს სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები
თავდაპირველად მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით.
„ჩვენ არ ვართ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, ჩვენ ვაქცინაციის იძულებას ვეწინააღდეგებით. ვისაც სურს, აიცრას, ვისაც არა - თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა ქონდეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საუბარია ფარულ იძულებაზე, კერძოდ, დამსაქმებლების მხრიდან.