არეულობა აშშ-ში: თეთრი სახლი მომიტინგეებისგან ღობით გამიჯნეს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო თეთრი სახლი დაცვას აძლიერებს. გუშინ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის რეზიდენციის გარშემო დამატებითი ღობე აღიმართა. მისი სიმაღლე ორ მეტრზე მეტია და ის ლაფაიეტის მოედნის ღობის გაგრძელებაა, რაც მომიტინგეებს თეთრი სახლის ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ვაშინგტონში ასევე გადაიტყორცნა აშშ-ის ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები. კადრებში ჩანს, როგორ პატრულირებენ სამხედრო პირები ქალაქის ქუჩებში, დედაქალაქის ობიექტებთან და პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან. ჯორჯ ფლოიდი მაისის ბოლოს მინეაპოლისში პოლიციელს დაკავების დროს შემოაკვდა. მისმა გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამერიკის ბევრ დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გადაიზარდა არეულობაში, ნგრევასა და ძარცვაში.