Thursday, 15 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აშშ–ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და მისი ტერორიზმის სპონსორად აღიარება სურს

აშშ–ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და მისი ტერორიზმის სპონსორად აღიარება სურსУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აშშ–მა წამოაყენა წინადადება, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ინიციატივა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა ჯგუფს ეკუთვნის. მოხსენება წინადადებებით კონგრესში რესპუბლიკელების კვლევითმა კომიტეტმა წარადგინა. რუსეთის დასჯა რესპუბლიკელებს იმის გამო სურთ, რომ ის ამყარებს საკუთარ, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს როლს, რაც თითქოს აშშ–ის მსოფლიო ბატონობაში უშლის ხელს. გარდა ამისა, ისინი მოსკოვს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში სდებენ ბრალს და ამიტომ მოითხოვენ რუსეთის შეყვანას „ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების“ სიაში, რომელსაც აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადგენს. საუბარია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ასევე რუსეთში აკრძალული „ჰესბოლასა“ და „თალიბანის“ მხარდაჭერაზე. მოსკოვმა არაერთხელ უარყო ტერორიზმის სპონსორში ბრალეულობა. რატომაა რესპუბლიკელების ინიციატივა ამერიკული ორმაგი სტანდარტების აშკარა მაგალითი, იხილეთ ვიდეოში.
Мой аккаунт