Saturday, 22 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ატლანტაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა: პოლიციელებს აფროამერიკელი დაკავებისას შემოაკვდათ

ატლანტაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა: პოლიციელებს აფროამერიკელი დაკავებისას შემოაკვდათУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აშშ-ში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა - ამჯერად ატლანტაში. აფროამეირკელი რეიშარფ ბრუკსი პოლიციის ქმედებებს ემსხვერპლა, რის შედეგადაც ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციელებმა მამაკაცი მას შემდეგ დაჭრეს, რაც მან ერთ-ერთ ოფიცერს ელექტროშოკერი გამოსტაცა და გაქცევა სცადა. მოგვიანებით ბრუკსი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში შოსე გადაკეტეს და რესტორანს Wendy’s ცეცხლი წაუკიდეს, სადაც ინციდენტი მოხდა. აშშ-ში პროტესტი არ ცხრება უკვე რამდენიმე კვირაა. პირველი ტალღის პროვოცირება მინეაპოლისში პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. მაშინ დემონსტრაციები აშშ-ისა და მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში გაიმართა. ზოგან საპროტესტო აქციები არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
Мой аккаунт