ბათუმის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ადამიანების დაღუპვის წინააღმდეგ მოეწყო, ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს შესაბამის პეტიციას, რომელსაც ბათუმის მერიასა და ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობას გაუგზავნიან.
აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებითი შუქნიშნების, „ზებრებისა“ და „მწოლარე პოლიციელების“ დაყენება, ასევე მოძრაობის წესების დამრღვევთა მკაცრად დაჯარიმება მოითხოვეს - როგორც მძღოლების, ისე ფეხით მოსიარულეებისა.
გარდა ამისა, პეტიციაში ასევე არის მოთხოვნა, რომ ქალაქის იმ ქუჩებზე, რომლებზეც ქვეითები და ველოსიპედისტები მოძრაობენ, სიჩქარის ლიმიტი შემცირდეს.