Wednesday, 17 June, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ბაშირ ტამსირ ნიანის ონლაინმოხსენება

ბაშირ ტამსირ ნიანის ონლაინმოხსენებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინმოხსენება წაიკითხა გვინეელმა ფრანგულენოვანმა მწერალმა, აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტიმა, პროფესორმა ბაშირ ტამსირ ნიანიმ. მოხსენება „Invention des écrirures et états du narratif en langues africaines. Pour une écriture décomplexée de l’histoire africaine : Le narratif traditionnel & le narratif moderne“ შეეხება აფრიკულ ენებს, ეროვნულ და ფრანგულენოვან ლიტერატურას. მომხსენებლის შესახებ ბაშირ ტამსირ ნიანი სონფონიის (გვინეა) გენერალ ლანსანა კონტეს უნივერსიტეტის თანამედროვე ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის პროფესორია. კითხულობს ლექციების ციკლს დამოუკიდებლობის შემდეგდროინდელ აფრიკულ რომანზე. ავტორია ორი რომანისა: “Little jamaica“ და “L’enfant de Gondar“. ბაშირ ტამსირ ნიანი 2022 წლის ნოემბერში ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო კონფერენციაზე „ფრანგულენოვანი ლიტერატურები მრავალფეროვნების გამოხატვის სამსახურში“ და პლენარულ სესიაზე წაიკითხა მოხსენება La littérature africaine francophone dans le champ littéraire universel : Dire l’Afrique en français. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვებიან რუმინეთისა და მოლდავეთის უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები.
Мой аккаунт