„ბორჯომის“ დროა: ცნობილი კურორტი გადარჩენაზე იზრუნებს - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება. კურორტები სტუმრების მისაღებად ემზადებიან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონისათვის ბორჯომში
ბორჯომი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. პანდემიამდე ქალაქი ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 სტუმარს ღებულობდა. ივნისის შუა პერიოდში ქალაქი ტურისტებით იყო ხოლმე სავსე, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო აქ ახლა სიცარიელეა.
საქართველოს შიდა ტურიზმის ოფიციალურ გახსნასთან ერთად ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მფლობელები ახალ რეალოაბს ერგებიან. კერძოდ, ფასები ახლა მეტად ხელმისაწვდომია, რათა მსურველებს რთულ ეკონომიკურ პერიოდში დასვენების საშუალება ქონდეთ.
თავდაპირველად ამუშავდება პატარა სასტუმროები და ჰოსტელები, ხოლო დიდი სასტუმროები ფუნქციონირებას ერთი კვირი შემდეგ დაიწყებენ. სასტუმროების ნაწილს ივლისის დასაწყისში უცხოელი ტურისტების მიღების მოლოდინი აქვს.
სასტუმროების მფლობელების თქმით, უცხოელმა დამსვენებლებმა მათთან უკვე დაჯავშნეს ნომრები. თუმცა, რამდენად შეძლებენ ისინი საქართველოში ჩამოსვლას, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.