Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ბრძოლა სამართლიანობისათვის: პრეზიდენტის რეზიდენციასთან ოჯახმა შიმშილობა გამოაცხადა

ბრძოლა სამართლიანობისათვის: პრეზიდენტის რეზიდენციასთან ოჯახმა შიმშილობა გამოაცხადაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ექვსი წლის გოგონას ოჯახმა, რომელიც ერთი წლის წინ, სავარაუდოდ, პედოფილის გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობა გამოაცხადა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რას აპროტესტებენ ოჯახის წევრები ხუთი წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი 9 თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის გაამართლეს და ციხიდან გამოუშვეს. „მოსამართლემ არ აღიარა ბავშვების ჩვენება, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან“, - განაცხადა ოჯახის წევრმა რიზვან ბაირამოვმა. მომხდარის შემდეგ მცირეწლოვან გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა, ის სახლიდან არ გამოდის. მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულში, მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს. დაზარალებული ოჯახი პრეზიდენტის ჩარევას და საქმის გამოძიების განახლებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციის არ შეწყვეტენ.
Мой аккаунт