Thursday, 04 June, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

DevOps Con Tbilisi 2022

DevOps Con Tbilisi 2022У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
1-2 ოქტომბერს DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი აკადემიური პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. DevOps Georgia-ს გუნდი მესამედ მართავს ამ ღონისძიებას. წელს მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და კომპანია Data Art. რა არის DevOps? DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზებულ მიწოდებაზე გათვლილი ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად შექმნან და დახვეწონ სხვადასხვა აპლიკაცია. სწორედ DevOps ტექნოლოგიები აჩქარებს ყოველდღიურად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და უკვე არსებულს ხვეწს და ახალი ფუნქციონალით ამდიდრებს. რას გვთავაზობს DevOps Con Tbilisi 2022? კონფერენცია ქმნის ერთიან პლატფორმას, რომელზეც IT სფეროს სპეციალისტებს ეძლევათ საუბრისა და DevOps, IaC თუ SecOps მიმართულებით პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილების სტუმრებისთვის გაზიარების საშუალება. DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს, ინფრასტრუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და, ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგრადობას. კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა, როგორც კოდის, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის, QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. 2022 წლის კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო უკრაინელი ხალხისა და IT სფეროს პროფესიონალთა მხარდაჭერა მიმდინარე კონფლიქტში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღო უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტრომ.
Мой аккаунт