ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის - გამარჯვებულების დაჯილდოება
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? “რა გვლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?”
⚖ ესეების კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა.
???? კონკურსის მთელი საორგანიზაციო პროცესი დისტანციურად წარიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა გამარჯვებულები პირადად გაგვეცნო, დაჯილდოების ცერემონია პლატფორმა ზუმის საშუალებით ჩავატარეთ 5 თებერვალს.
???? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. მათ უნივერსიტეტისგან სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა ოდენობის დაფინანსება მიიღეს.
???? გაიცანით კონკურსის გამარჯვებულები
???? I ადგილი - წალენჯიხის მუნიციპალტეტის ჭალეს თემის №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ აქუბარდია;
???? II ადგილი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სსიპ- გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ბალახაძე;
???? III ადგილი - ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გვანცა ფირცხალავა.