ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და NTI Georgia- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უმსხვილესი ესპანური პროექტისა და მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია NTI Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ და NTI Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში NTI Georgia მონაწილეობას მიიღებს არქიტექტურის, მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. თანამშრომლობის მიზანია როგორც პროგრამების განვითარება, ასევე სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.