Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ილიაუნის თეატრის ონლაინ-სპექტაკლის შესახებ

ილიაუნის თეატრის ონლაინ-სპექტაკლის შესახებУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? პანდემიის მიუხედავად ილიაუნის თეატრს სასიამოვნო სიახლე აქვს. ???? არაერთი ლიტერატურული პრემიისა და პრიზის მფლობელი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის პიესაზე „კოლონია“ მუშაობა, რეჟისორ ნინო ბურდულთან ერთად, ილიაუნის თეატრს უკვე დაწყებული ჰქონდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ თავი იჩინა და შესაბამისად, თეატრები დაიკეტა. ⏺ შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა პროექტზე მუშაობა მაინც გაეგრძელებინა და სპექტაკლისთვის ერთგვარი ექსპერიმენტის სახე მიეცა. სპექტაკლი თავდაპირველად მხოლოდ ინტერნეტ-მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. წარმოდგენა კინო და თეატრალური ხერხების ერთობლიობით იქმნება. დეკორაცია და კოსტუმის დეტალებიც კი 3D ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით გაკეთდა. ???? ონლაინ-სპექტაკლის პრემიერა თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება. ???? ვრცლად ონლაინ სპექტაკლის შესახებ იხილეთ სატელევიზიო სიუჟეტში. შემოქმედებითი ჯგუფი: ???? რეჟისორი - ნინო ბურდული ???? სპექტაკლის მხატვარი - ნუცა ჭყონია ???? 3D ანიმაცია, ვიზუალური ეფექტები და მუსიკალურ გაფორმება - გიორგი ხოსიტაშვილი მსახიობები: ???? ოთარ აშკარელი ???? ლელა ახალაია ???? ნინო თარხან-მოურავი ???? სალომე მაისაშვილი ???? ნიკოლოზ წერედიანი ????ილია ჭეიშვილი ???? სპექტაკლის ონლაინ ვერსიის მომზადება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ფინანსური ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი
Мой аккаунт