У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? 9 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა.
ილიას სახელმწიფო უნოვერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა და ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ ლაივშეხვედრას თემაზე: „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”.
???? შეხვედრაზე სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი გიორგი იაშვილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების თანადამფუძნებელი ლილი ფულარიანი ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:
???? კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და გამოწვევები დღეს;
???? ინტერნეტის საფრთხეები და როგორ დავიცვათ თავი მათგან;
???? კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია;
???? თინეიჯერების უსაფრთხოება ინტერნეტის გამოყენებისას, კიბერბულინგი და მისგან თავდაცვა;
???? რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოზარდების მშობლებმა.
მომხსენებლების შესახებ:
???????? გიორგი იაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კიბერ უსაფრთხოების ლექტორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
???????? ლილი ფულარიანი - ციფრული მედიის ექსპერტი, ორგანიზაციის „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების“ თანადამფუძნებელი.