???? 20 ივლისს, Kalo.ge-ს, DCFTA-სა და GDCI-ს ორგანიზებით, საქართველოს Piet Schotel ეწვია.
✔ Piet Schotel არის Fruit Consultancy Europe (FCE) დამფუძნებელი, რომელიც 15 წელიწადია ექსპერტია კენკროვანი კულტურების მიმართულებით. მისი ცოდნითა და გამოცდილებით, უამრავმა ფერმერმა შეძლო ევროპის ბაზარზე შესვლა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
ამ ერთობლივი პროექტის მიზანი, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ახალი ბაზრების დაპყრობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ფერმერებს სწორად დაგეგმონ თავიანთი ბიზნესი და გავუზიაროთ ყველა ის გამოცდილება, რაც წარმატების მიღწევაში დიდი როლს თამაშობს.
????ფერმერებმა ისაუბრეს და დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები:
???? როგორია ზოგადად ევროპის ბაზარი
???? რა ტიპის სუპერმარკეტებია და სად შეუძლიათ შეიტანონ პროდუქცია
???? რა დოკუმენტაციაა საჭირო იმისათვის, რომ შეძლონ ექსპორტი თავისუფლად
???? როგორ აიღონ Global Gap და სხვა ტიპის სერთიფიკატები
???? როგორ აწარმოონ მოლაპარაკება
???? გაიზიარონ ყველა ის სტანდარტი, რომელიც საჭიროა ევროპის ბაზარზე შესასვლელად.
???? შეხვედრები მიმდინარეობდა სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში.