Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ - სიტუაცია დაძაბულია

ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ - სიტუაცია დაძაბულიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პარლამენტის შენობასთან, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, სიტუაცია დაძაბულია ლგბტ თემის დაცვის კვირეულის ფარგლებში საღამოს დაგეგმილი იყო მსვლელობა ქალაქის ცენტრში, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქციის ცენტრში გამართვის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა და მისი სხვა ადგილზე გადატანის იდეა წამოაყენა, ხოლო შსს-მ ორგანიზატორებს სივრცის გადაკეტვა შესთავაზა. ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან ოპოზიციის კარვები დაშალეს, მათი ნაწილი კი „თბილისი პრაიდის“ ოფისისკენ გაემართა, აივნიდან ორგანიზაციაში შეიჭრნენ და ფერადი დროშები დახიეს. თბილისის ცენტრში დადიან აგრესიულად განწყობილი ჯგუფები. ისინი აგრესიულები არიან მედიის წარმომადგენლების მიმართაც, ჟურნალისტებს დაუშინეს ბოთლები და გალახეს, დაშავდა ერთ-ერთი არხის ოპერატორიც. „თბილისი პრაიდი“ უახლოეს მომავალში გააჟღერებს საკუთარ გეგმებს. ძალაში რჩება საპატრიარქოს დაგეგმილი მორწმუნეთა აქცია, რომელიც ასევე უნდა ჩატარდეს რუსთაველზე, თუ არ გაუქმდება „ღირსების მარში“. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ დაპირისპირებას და ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულეს.
Мой аккаунт