Wednesday, 26 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მამაკაცმა ხელყუმბარით თბილისის ცენტრში მძევლები აიყვანა - ვიდეო

მამაკაცმა ხელყუმბარით თბილისის ცენტრში მძევლები აიყვანა - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისის ცენტრში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა „პირველი - შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი პარლამენტში, რომლებიც არჩევნებამდე იყვნენ წევრები და ისინიც, ვინც მონაწილეობენ არჩევნებში. მეორე - გამოსცენ კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავს აზარტულ თამაშებს. არ აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტ-სივრცეში იქნება ეს ხელმისაწვდომი თუ სადმე სხვაგან“, - ამბობს თავდამსხმელი. ის ასევე მოითხოვს წლიური პროცენტის შვიდამდე დაწევას კრეტიდებზე და ფასების დაწევას წამლებზე. ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გატაერბულია ყველა გადაუდებელი ღონისძიება. შსს მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ, მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ. თითქმის ერთი თვის წინ მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. 21 ოქტომბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. დამნაშავე ნახევარ მილიონ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა - ხელისუფლებამ მას ორივე მოთხოვნა შეუსრულა, რათა მძევლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ აღმოჩენილიყო.
Мой аккаунт