სანამ მთიან ყარაბაღში სროლა გრძელდება, მსოფლიო საზოგადოება აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. არაღიარებულ რესპუბლიკაში სიტუაციის გამწვავებას აკვირდება გაერო, ევროკავშირი, და, რა თქმა უნდა, რუსეთი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც „შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას“. ამავდროულად, თურქეთი ღიად უცხადებს აზერბაიჯანს მხარდაჭერას, რაც, დმიტრი პესკოვის აზრით, მხოლოდ „ცეცხლზე ნავთის დამატებაა“. იხილეთ ვიდეოშ საერთაშორისო რეაქცია სადავო ტერიტორიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.