ნიუ-იორკში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ნიუ-იორკის პოლიციამ 60 დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც პოლიციელების დაუდევრობას აპროტესტებდნენ. პოლიციის დეპარტამენტის მეთაურის თქმით, მომიტინგეები არ იცავდნენ საკომენდანტო საათს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მათ ქუჩაში უფრო დიდხანს დარჩენის საშუალება მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ტაქტიკურად მოქმედებენ და მიიღებენ ნებისმიერ ზომებს, რათა დემონსტრანტების მხრიდან არ დაუშვან კანონდარღვევა და ქალაქი კონტროლს ექვემდებარებოდეს.