Friday, 05 June, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

No Code - Flutter flow ვორქშოპი - ანონსი

No Code - Flutter flow ვორქშოპი - ანონსიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5

No-code - წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც არის ყველასთვის, ვისაც ციფრული პროდუქტის შექმნა აინტერესებს. ბოლო რამდენიმე წელია პლატფორმა უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება და ითვლება პროგრამული ინჟინერიის მომავალად.

25-26 თებერვალს, ორდღიანი ვორქშოპის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, კოდის წერის გარეშე განახორციელოთ საკუთარი იდეები, შექმნათ საკუთარი პროექტი - ios და android აპლიკაციები flutter flow-ს დახმარებით. ან თქვენს ბიზნესში გააციფრულოთ პროცესები.

ვორქშოპში მონაწილეობა ასევე საინტერესოა პროდუქტის მენეჯერებისთვის (Product Managers); პროდუქტის მფლობელებისთვის (Product Owners); პროდუქტის დიზაინერებისთვის (Product Designers); ციფრული პროექტების მენეჯერებისთვის (Digital Project Managers) და დეველოპერებისთვის ვისაც სურვილი აქვთ სწრაფად შექმნან პროდუქტი.

ვორქშოპს გაუძღვება “ლივინგსტონის და “ჯეოლაბის” პარტნიორი/დამფუძნებელი ვახო ვახტანგიშვილი.

თარიღი: 25 - 26 თებერვალი (შაბათი-კვირა)
ხანგრძლივობა : 10 საათი (დღეში 5 საათი)
ფასი: 350 ლარი
ადგილმდებარეობა: გერონტი ქიქოძის 8, კლუბი - kick (ყოფილი დარაბა)

ჯეოლაბი უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას, რაც პროცესში ჩართულობისთვის აუცილებელია.

რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე:
https://forms.gle/DQSMdtdR2AqYLtZM8

Мой аккаунт