ოქროს კუბო და ცხენშებმული კატაფალკი: ტეხასში ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ჯორჯ ფლოიდთან გამომშვიდობების ცერემონია, რომელიც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართა. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეო
ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის ასობით ადამიანმა გააცილა, რომლებიც სკანდირებდნენ: „ვერ ვსუნთქავ“ და „ჯორჯ ფლოიდი“.
46 წლის აფროამერიკელი მინეაპოლისში დაკავებისას პოლიციის დაუდევრობას შეეწირა. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ში და მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში საპროტესტო ტალღამ იფეთქა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ. დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ საერთაშორისოდ იქცა.