პირველი გაფრენა კოსმოსში ანუ იციან თუ არა თბილისში ვინ იყო იური გაგარინი? - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
იციან თუ არა თბილისში, ვინ იყო იური გაგარინი? 2021 წლის 12 აპრილს ზუსტად 60 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ადამიანი კოსმოსში გაფრინდა. Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, ახსოვთ თუ არა თბილისელებს იური გაგარინი
იური გაგარინი წარდგენას არ საჭიროებს, ის მთელ მსოფლიოში ცნობილია. სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, ვინც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში გაფრინდა.
კოსმონავტის პატივსაცემად თბილისში მისი სახელობის ქუჩაც არსებობს. ადრე იყო მოედანიც, რომელსაც 2005 წელს სახელი გადაარქვეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ზურაბ ჟვანიას საპატივცემულოდ. მიუხედავად ამისა, დღესაც ხშირად უწოდებენ მას გაგარინის მოედანს.
Sputnik-საქართველო დაინტერესდა, იციან თუ არა ქალაქელებმა ვისი სახელობისაა ეს ქუჩა და ვინ იყო იური გაგარინი. აღმოჩნდა, რომ კოსმონავტი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების უმეტეს ნაწილს ახსოვს.