Monday, 24 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

Qart NLP - ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარდგება

Qart NLP - ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარდგებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? ილიაუნის კიბერლაბორატორია UniLab • უნილაბის ხომალდმა გეზი 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტისკენ აიღო ⏹ შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ ილიაუნის კიბერლაბოატორია უნილაბის პროექტი „Qart NLP - ყალბი ნიუსის კლასიფიქატორი” საერთაშორისო ჟიურიმ 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარსადგენად შეარჩია. ????‍???? პროექტის ხელმძღვანელია კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელი თემო ჩიჩუა. მასთან ერთად პროექტის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროექტის “ილიაუნი+” ფარგლებში უნილაბის პითონის კურსის კურსდამთავრებულები: ▶ ნინო მარიდაშვილი - იმუშავა ვებგვერდზე, ტექსტის დამუშავების ფუნქციონალზე ▶ ნინა დარსაველიძე - მოამზადა დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა ▶ თემურ ქიტოშვილი - შექმნა ვებგვერდის ფუნქციონალი; ▶ მარიამ კვანტალიანი - შექმნა ვებგვერდის მომხმარელის ავტორიზაცია / რეგისტრაციის ფუნქციონალი ▶ ალისა სანაკოევი - იმუშავა მონაცემთა ბაზებზე; ▶ თენგიზ პატარაია - იმუშავა ვებგვერდის ბექენდზე. „Qart NLP“ შეუძლია გაიგოს თუ რა რაოდენობით შეიცავს ახალი ამბავი ყალბ ინფორმაციას. პროგრამას ასევე გააჩნია ქართული ენის ციფრული დამუშავების მრავალი სხვა ხელსაწყო. ???? 8 მაისს თემო ჩიჩუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით პროექტს 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ფართო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ???? პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებს მუდივად გაგიზიარებთ. ???? წარმატებას ვუსურვებთ მთელ გუნდს.
Мой аккаунт