მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის საპატივცემულოდ სამხედრო აღლუმი გაიმართა. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდა თითქმის 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 200–ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა
წელს აღლუმი 24 ივნისს ტარდება, რაც სიმბოლურია, რადგან 1945 წლის იმ დღეს გაიმართა გამარჯვებულთა ლეგენდარული, ისტორიული აღლუმი. სტუმრებს შორის იყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერები, ასევე არა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.
რუსულ დანაყოფებთან ერთად წითელ მოედანზე გაიარეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯარისკაცებმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. აღლუმის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მთელი საბჭოთა ხალხის როლი ნაციზმზე გამარჯვებაში.
საზეიმო მსვლელობა დასრულდა ტრადიციული საჰაერო ავიაციის მონაწილეობით. ვლადიმერ პუტინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად, პატივი მიაგო დიდ სამამულო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიიტანა.