რუსეთში სუეცის არხის შემცვლელი იპოვეს. რა პერსპექტივები აქვს ჩრდილოეთის ზღვის გზას?
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რუსეთში სუეცის არხის ალტერნატივა დაასახელეს. რუსეთის ვიცე-პრემიერ იური ტრუტნევის აზრით, ერთადერთი სარეზერვო ვარიანტი ჩრდილოეთის ზღვის გზა არის. ეს გზა რუსეთის მთავარი არქტიკული სანაოსნო მაგისტრალია. ის კარის ზღვის ყურიდან ჩუკოტკის დეჟნევის კონცხამდეა გადაჭიმული. სუეცის არხის ალტერნატივებზე საუბარი კონტეინერმზიდ Ever Given-ის გაჭედვის შემდეგ დაიწყო. 26 მარტს ხომალდი არხის 151-ე კილომეტრზე მეჩეჩზე შეჯდა და მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტა. სხვადასხვა შეფასებებით, მომხდარი მსოფლიო ეკონომიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდა. მართლაც კარგი ალტერნატივაა თუ არა ჩრდილოეთის ზღვის გზა და რა პერსპექტივები აქვს მას - ჩვენს ვიდეოში იხილავთ.