Wednesday, 26 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

სააკაშვილის მომხრეებმა ზუგდიდში დიდი აქცია გამართეს - ვიდეო

სააკაშვილის მომხრეებმა ზუგდიდში დიდი აქცია გამართეს - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მრავალათასიანი აქცია გამართა, რომლითაც დაასრულა წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მოედანი მთლიანად დაიკავეს. მათ თან ქონდათ საქართველოს დროშები, პლაკატები საკუთარი რაიონის დასახელებითა და წარწერით „თავისუფლება მიშას!“. აქციაზე გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი, რომელშიც მან მხარდამჭერები გაამხნევა და „საქართველოს გათავისუფლების დაწყებისკენ“ მოუწოდა. სამეგრელო ერთ-ერთი რეგიონია, რომელშიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები. თითქმის ყველა რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში პირველი ადგილი დაიკავეს. განსაკუთრებული დარტყმა „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდის შედეგებმა მიაყენა, სადაც „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ სამი პროცენტი დააკლდა პირველსავე ტურში გასამარჯვებლად. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება - მოსახლეობა აირჩევს 20 ქალაქის მერს და საკრებულოს წევრებს.
Мой аккаунт