Monday, 24 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საქართველოში ვაქცინა Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოიტანეს - ვიდეო

საქართველოში ვაქცინა Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოიტანეს - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ნახეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ დახვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღამით თბილისის აეროპორტში თვითმფრინავს, რომელმაც ქვეყანაში Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოიტანა. აშშ-ის მიერ ნაჩუქარ ვაქცინას თბილისის აეროპორტში დახვდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ვაქცინაცია 26 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება ქვეყნის 37 კლინიკაში. Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 23 ივლისს განახლდა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები რეგისტრაციას არ გაივლიან Pfizer-ის მეორე დოზაზ 24 ივლისის ჩათვლით, ისინი ავტომატურად გადანაწილდებიან იმ მედდაწესებულებებში, სადაც გაიკეთეს პირველი აცრა. ამასთან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეიცვალონ კლინიკა ან ვაქცინაციის თარიღი.
Мой аккаунт