Friday, 28 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

„სასრული პოზიციის კომპიუტერული მორფოლოგია: ქართული ენის ანალიზატორი და გენერატორი“ პრეზენტაცია

„სასრული პოზიციის კომპიუტერული მორფოლოგია: ქართული ენის ანალიზატორი და გენერატორი“ პრეზენტაციაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
22 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმარა პროფ. ირინა ლობჟანიძის წიგნის პრეზენტაცია: ''Finite-State Computational Morphology: An Analyzer and Generator for Georgian (იხ. Springer Publishing https://link.springer.com/book/10.1007/978-3-030-90248-3). ნაშრომის შესახებ ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას სთავაზობს წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კორპუსისა და კომპიუტერული დამუშავების მიმართულებით მიმდინარე კვლევის შედეგებს. წიგნი შედგება სამი თავისა და დანართებისაგან. პირველი თავი ეთმობა ქართული ენის მორფოსინტაქსურ სტრუქტურას; მეორე – სასრული პოზიციის ტექნოლოგიის პრინციპების გამოყენებას ქართული ენის ტოკენიზატორისა და მორფოლოგიური ანალიზატორის შესაქმნელად; მესამე თავში კი განხილულია ანალიზატორის შედეგების ტესტირება და შეფასება, შეჯამებულია კვლევის ძირითადი შედეგები. ავტორის შესახებ იხ. https://faculty.iliauni.edu.ge/arts/irina-lobzhanidze/
Мой аккаунт