სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველო ცნობილ სახალხო არტისტს, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს გამოემშვიდობა
„ერისიონის“ მხატვრული ხელმძღვანელი, მომღერალი და არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია სამებაში გაიმართა.
ჭკუასელის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ტაძარში მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. სახალხო არტისტი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს.
ჯემალ ჭკუასელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი. ის 1986 წელს სათავეში ჩაუდგა ანსამბლ ერისიონს.
ჭკუასელმა შექმნა თანამედროვე შოუ-პროგრამა, რომელსაც ანსამბლი დღემდე უჩვენებს მთელ მსოფლიოს. ახლა „ერივიონის“ მახტვრული ხელმძღვანელი მისი ვაჟი შერმადინ ჭკუასელი გახდა.
ჯემალ ჭკუასელმა ცხოვრების განმავლობაში უამრავი ჯილდო მიიღო. ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის 2015 წელს მან კულტურის სამინისტროსგან მიიღო უდიდესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“. 1997 წლიდან ჭკუასელი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
სახალხო არტისტს პარკინსონი დაავადება ქონდა. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.