???? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ბაზაზე, დედოფლისწყაროში, გაიმართა შირაქის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სტუდენტური კვლევითი პროექტის შემაჯამებელი სემინარი, რომელიც განხორციელდა ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით „საერთაშორისო კვლევითი გამოცდილება სტუდენტებისთვის (აშშ)“ პროგრამის ფარგლებში.
???? პროექტს ახორციელებს ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კალიფორნიის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.
⏺ შირაქის ველი, რომელიც ბრინჯაოს ხანის გამქრალი ცივილიზაციის აკვანია, მუდმივად და სწრაფად ცვალებად გარემოს წარმოადგენს, რომელსაც გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება. ამ ტერიტორიაზე კაცობრიობის ადრეული ისტორიის რეკონსტრუქცია საერთაშორისო არქეოლოგიური, გეომორფოლოგიური, პალეოეკოლოგიური და მომიჯნავე კვლევების მონაცემთა ბაზების ფონზე, იყო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ კვლევაში და გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების შესახებ.