Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თბილისი ცოცხლდება: ამუშავდა ავტობუსები და მეტრო

თბილისი ცოცხლდება: ამუშავდა ავტობუსები და მეტროУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ოლრი თვის შემდეგ მთელ ქვეყანაში განაახლა მუშაობა. შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა, თუმცა ახლა მათი გაუქმება დაიწყო. კორონავირუსი შესაძლოა დაბრუნდეს, ამიტომ ტრანსპორტში მკაცრი წესები მოქმედებს მთავარი პირობა, რომლის დაცვის გარეშეც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არავის დაუშვებენ, - ეს სამედიცინო ნიღაბია. დისტანციის დაცვა ჯერ-ჯერობით ხერხდება, რადგან ტრანსპორტით პირველ დღეს ბევრ ხალხს არ უსარგებლია. ტრანსპორტის ამუშავებამდე ერთი დღით ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა, რაც ყოველ დილით განმეორდება. დღის შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალი წესები არცერთ მგზავრს არ დაურღვევია, და საზოგადოებას დისციპლინის გამო მადლობა გადაუხადა.
Мой аккаунт