„პიჯაკების საქმის“ პროცესი, რომელშიც ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თბილისი საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ
სააკაშვილის რამდენიმე მომხრემ სასამართლოს შენობასთან მიიტანა რამდენიმე პიჯაკი, სარეცხი საშუალება, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა და ყვავილების გვირგვინი. მათი აზრით, ეს ნივთები სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების აბსურდულობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ ვმართავთ ამ პერფორმანსს იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რამდენად სულელურია სააკაშვილისადმი წაყენებული ბრალდებები“, - განაცხადა აქციის მონაწილე ირინა ცააძემ. თავად სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ იმყოფება.
აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანაზე უარი თქმა. სასამართლო პროცესი „პიჯაკების საქმეზე“ ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს.
სააკაშვილს ბრალი ედება ბიუჯეტიდან 8,8 მილიონი ლარის გაფლანგვაში. ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების სიაში შევიდა ლონდონში შეძენილი პიჯაკები და პალტო, რომლის ღირებულებაც 49,5 ათასი ლარი ღირდა, ასევე სხვა ტანსაცმელი, ძვირადღირებული სასტუმროები, სპა-სალონები და ასე შემდეგ.