Saturday, 15 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თბილისში „კომენდანტის საათის“ გაუქმება აღნიშნეს - ვიდეო

თბილისში „კომენდანტის საათის“ გაუქმება აღნიშნეს - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოთხშაბათს ღამით თბილისის მკვიდრებმა ქალაქის ცენტრში „კომენდანტის საათის“ გაუქმება აღნიშნეს, რომელიც გასული წლის ნოებმრიდან მოქმედებდა ახლა საქართველოს მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია ღამით გადაადგილება. ეს თბილისელებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა, ქალაქის ცენტრში გვიან ღამემდე სეირნობდა ხალხი. მოსახლეობას ასევე ჩამოაწერენ კოვიდ-დარღვევების გამო გამოწერილ ჯარიმებს, რაც ჯამში 76 მილიონს შეადგენს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბერს „კომენდანტის საათი“ დაწესდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. თავდაპირველად გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებდა. შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, 21:00 საათზე გადმოიწია. დროებით სულ სამჯერ გაუქმდა კომენდანტის საათი – საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ახალი წლის ღამეს და შბის ღამეს. აღდგომას შეზღუდვები არ გაუქმებულა, თუმცა „კომენდანტის საათის“ მოქმედების დრო 23:00-დან 04:00-მდე პერიოდით განისაზღვრა.
Мой аккаунт