Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თითქმის ყველაფერი დაშვებულია: საქართველო შეზღუდვებს ხსნის - ვიდეო

თითქმის ყველაფერი დაშვებულია: საქართველო შეზღუდვებს ხსნის - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველომ შეძლო კორონავირუსის ფართო გავრცელების თავიდან არიდება: მაისის ბოლოსთვის სულ გამოვლინდა 800 შემთხვევა, პაციენტთა თითქმის 80% გამოჯანმრთელდა ეპიდემიოლოგებმა დაავადებულებთან კონტაქტში მყოფების კარანტინში მოთავსებით შეძლეს ინფიცირების თითქმის ყველა რგოლის დადგენა. ახლა საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ხსნის შეზღუდვებს, რომლებიც რეგიონში ყველაზე ადრე დაწესდა. უკვე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და საკომენდანტო საათი, ამუშავდა მაღაზიების უმეტესობა. რიგში ახლა რესტორნები, სასტუმროები და საზოგადოებრივი ტრანსპორტია. უკვე დასახელდა მათი მუშაობის განახლების თარიღიც. საზოგადოება მოუთმენლად ელოდება აკრძალვების შემსუბუქებასა და შეზღუდვების მოხსნას. ამ პერიოდში ბევრისთვის გახდა აუცილებელი ქამრების შემოჭერა- რადგან სხვადასხვა სფეროებმა, სადაც ქვეყნის მცხოვრებები იყვნენ დასაქმებულები, მუშაობა, პრაქტიკულად, შეწყვიტა. ახლა ყველა ჩვეულებრივი ცხოვრების დაბრუნების მოლოდინშია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალაში რჩება მთავარი წესი: მაღაზიებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა. ქართველების აზრები გაიყო: ერთნი ამბობენ, რომ ბიზნესი და ტურიზმი ძლიერ დაზარალდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ამიტომ მუშაობის განახლების დროა. ზოგიც გაუგებრობაშია და შეშინებულია, რომ კორონავირუსი დაბრუნდება და ყველაფერი თავიდან დაიწყება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს და ამისათვის ყველა უნდა მოემზადოს.
Мой аккаунт