მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ქართული ხილი ამ სეზონზე რუსულ ბაზარზე გავა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ემზადებიან ფერმერები მოსავლის აღების სეზონისათვის
ხილის მოკრეფის სეზონი მალე დაიწყება ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერ რეგიონში - კახეთში, პირველი იქნება ატამი.
რუსეთში ექსპორტისათვის ატამი მოყავთ სოფელ ლამისყანაშიც, მაგრამ აქ მოსავალი აგვისტოში მწიფდება. ასე რომ, ქართული ატმით რუსეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში მომარაგდება.
საქართველო ამ დღეებში ხსნის ორი თვის განმავლობაში მოქმედ შეზღუდვებს, რომლებიც ფერმერების ცხოვრებაზეც აისახა. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ, თუმცა არა კრიტიკული, და იმედოვნებენ, რომ წელს ექსპორტი გაიზრდება.
რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია. საქართველომ რუსეთში ხილ-ბოსტნეულის გატანა 2012 წლიდან განაახლა, და ყოველწლიურად ზრდის ექსპორტს.
2019 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 13 256 ტონა ატამი და ნექტარი გაიტანა, რამაც ჯამში 12,5 მილიარდი დოლარი შეადგინა - აქედან 81,3% რუსეთში გაიგზავნა.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 1,473 მილიარდი დოლარი შეადგინა.