ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პარასკევს პოლიციამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და მედია ძალით გაიყვანა
ოპოზიციის აქტივისტებთან შეტაკებების შემდეგ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია პოლიციის დაცვის ქვეშ გადავიდა - სამართალდამცავები განთავსდნენ შენობის გარე პერიმეტრსა და შენობის შიგნით.
„ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის ფალსიფიცირებისათვის ემზადება. მათი თქმით, არის თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ ხსნიდნენ დაბეჭდილ ბიულეტენებს. სწორედ ამიტომ შეიჭრნენ ისინი შენობაში.
ცესკომ მსგავს განცხადებებს „აბსურდული“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დათვლა და არჩევნებისათვის მზადების პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ყველაფერი დამკვირვებლების თანდასწრებით კეთდება. ცესკო მხარეებს მოუწოდებს, საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობაში ხელი არ შეუშალონ.