Monday, 17 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აფრიკული პინგვინების ჩამოსვლა თბილისის ზოოპარკში / African penguins' arrival at Tbilisi Zoo

აფრიკული პინგვინების ჩამოსვლა თბილისის ზოოპარკში / African penguins' arrival at Tbilisi ZooУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
7 ივლისს, თბილისის ზოოპარკში 19 აფრიკული პინგვინი ჩამოვიდა. პინგვინები დიდი ბრიტანეთის ქალაქ ტორქიდან, ზოოპარკ Living Coasts-ისგან გადმოგვეცა საჩუქრად. აფრიკული პინგვინები ((Spheniscus demersus), ინგლისურად African penguin, Jackass penguin, Black-footed penguin) სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რადგან ამ სახეობის პინგვინები გადაშენების პირას იმყოფებიან და გამრავლების სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართულნი. აფრიკული პინგვინების ჩამოყვანით, ჩვენც შევუერთდით ამ პროგრამას და გავხდით პირველი ზოოპარკი მსოფლიოში, რომელსაც მისცეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის (EAZA) წევრები. გადაწყვეტილება, აფრიკული პინგვინების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, სწორედ ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობის კანდიდატია. აფრიკული პინგვინები ჩვენთან მათთვის შესაბამის გარემოში იცხოვრებენ. მათ გაშლილი, ლამაზი პინგვინარიუმი დავახვედრეთ, დიდი აუზითა და ქვიშიანი სანაპიროთი, სადაც თავშესაფარი ადგილები, პატარა გამოქვაბულები და თიხის საბუდრებია მოწყობილი. ჩვენს ახალ ბინადრებს მოუვლიან ქართველი მომვლელები, რომლებმაც მომზადების სპეციალური კურსი ინგლისში გაიარეს. საბოლოოდ, ვეცდებით მთავარი მისიის შესრულებას და გადაშენების პირას მყოფი პინგვინების გამრავლებას.
Мой аккаунт