У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საკითხი, რომელმაც დღეს დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. როდის უწყდება ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის 51-კაციან ჯგუფს უფლებამოსილება. ჯგუფი სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუყუღუშის ყოფნის დროს შეიქმნა და მაშინ ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯგუფის წევრებს ციხეებში შესვლის ვადა 31 იანვრამდე განესაზღვრათ. ახალი მინისტრის, სოზარ სუბარის პირობებში კი, სამინისტრო პირველ იანვარს ასახელებს. მოქმედი მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ტუღუშის ოფიციალურ ბრძანებაში მითითებულია პირველი იანვარი, მისივე მინისტრობის დროს გამოქვეყნებულ პრესრელიზში კი 31 იანვარი, ანუ ზუსტად ერთი თვით მეტი. ამ გაუგებრობაში გარკვევას ნოდარ ჩაჩუა ცდილობს, მას ახლა პირდაპირ ეტერში ჩავრთავთ. ნოდარ, როდის წყვეტს ჯგუფი მუშაობას.