Sunday, 23 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ბიოლოგიის რეპეტიტორი: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი (ძვლოვანი ქსოვილი)- ძვალი / ბიოლოგია / ანატომია

ბიოლოგიის რეპეტიტორი: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი (ძვლოვანი ქსოვილი)- ძვალი / ბიოლოგია / ანატომიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ბიოლოგიის რეპეტიტორი (ბიოლოგია / ადამიანის ანატომია)- ძვალ-საყრდენი სისტემა (ძვალ-სახსროვანი აპარატი) მასალა განკუთვნილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტებისა და ბიოლოგიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის. სასწავლო ვიდეოს თან ახლავს ბიოლოგიის ტესტები პასუხებითა და განმარტებებით. ვიდეოში განხილულია: ძვლოვანი ქსოვილის ფუნქციები, ძვლის ჰისტოლოგია (ოსტეოციტი, ოსტეობლასტი, ოსტეოკლასტი, ღეროვანი უჯრედი), ძვლის ქიმიური აგებულება (კოლაგენი, ჰიდროქსიაპატიტი), ძვლების კლასიფიკაცია (ლულისებრი, ღრუბლოვანი, ბრტყელი, შერეული, ჰაეროვანი ძვლები), ძვლების მინიანატომია (ბეჭის ძვალი, ლავიწი, მხრის ძვალი, წინამხრის ძვლები: სხივის, იდაყვის; მტევნის ძვლები: მაჯის ძვლები, ნების ძვლები, ფალანგები; ხერხემალი და მალები, გულ-მკერდის ყაფაზი, ნეკნები, მკერდის ძვალი; მენჯის ძვალი (თეძოს ძვალი, ბოქვენის ძვალი და საჯდომი ძვალი), ბარძაყის ძვალი, კანჭის ძვლები: წვივის დიდი და მცირე ძვლები, ტერფის ჩონჩხი (წინატერფი, უკანა ტერფი- კოჭი, ქუსლი, და თითები). ასევე განხილულია ხერხემლის ნადრეკები: კისრის ლორდოზი, გულ-მკერდის კიფოზი, წელის ლორდოზი და გავის კიფოზი. სესამოიდური ძვლები (კვირისტავი). შუა ყურის ძვლები: ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი, ქალასარქვლის ძვლები (შუბლის ძვალი, თხემის ძვალი, კეფის ძვალი, საფეთქლის ძვალი, სოლისებრი ძვალი, ყვრიმალის ძვალი, საცრემლე ძვალი, ცხავის ძვალი, სახნისი, სასის ძვალი, ზედა ყბის ძვალი, ქვედა ყბა). მოცემული სასწავლო ვიდეო, ბიოლოგიის გაკვეთილები (ბიოლოგიის რეპეტიტორი) შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოსაშვები გამოცდებისთვის მოსამზადებლად (თანდართული აქვს ბიოლოგიის ტესტები და პრეტესტები). Tags: ბიოლოგიაში მომზადება აბიტურიენტების მომზადება ბიოლოგიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება ბიოლოგიაში მომზადება ბიოლოგიაში რეპეტიტორთან ბიოლოგიის სწავლების საშუალებები საატესტატო გამოცდებისთვის მომზადება ბიოლოგიაში აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადება ბიოლოგიაში ვიდეო გაკვეთილები ბიოლოგიაში ბიოლოგიის გაკვეთილები
Мой аккаунт