Alexey Osokin-ი - ასპარეზობს - ფსევდონიმით - რიჩარდ შრაიგერი!
"K გიორგი კანდელაკის წარმოსახვა"- თავი 10 " სპექტაკლის დასასრული"- ტრაგიკომედიას ჰგავდა 2003 წ.17 ოქტომბრის გიორგი კანდელაკის კარიერაში ბოლო ბრძოლა თბილისში ალექსეი ოსოკინთან, ფსევდონიმით რიჩარდ შრაიგერი ! გიორგიმ სანქტ - პეტერბურგში 2002 წ. 21 დეკემბერს ალექსანდრ ვასილიევთან 12 რაუნდიან ბრძოლაში დააზიანა ისედაც ტრავმირებული თვალი ! მას სასწრაფოდ გაუკეთეს რთული ოპერაცია გერმანიაში და აუკრძალეს ასპარეზობა კრივში ! მაგრამ საქმე იმაშია,რომ გიორგი უკვე აღარ იყო ის უბრალო ვარიანელი ბიჭი ! გიორგი საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტია და ადამიანი, რომელიც ელოდება არჩევნებში გამარჯვებას და საქართველოს პარლამენტში მოხვედრას ედუარდ შევარდნაძის თანაგუნდელებთან ერთად ! გიორგის და მის გუნდს სჭირდებოდა ხალხის მხარდაჭერა ! ნებისმიერ მოკრივეს პირველთანრიგოსანს გიორგი ისე დასცემს,რომ არც მიუშვებს ახლოს ტრავმირებულ თვალთან ! მთავარია ის უნდა გამოიყურებოდეს ვაჟკაცურად და იყოს,როგორც ყველა მისი მეტოქე , ადრე ერთხელ მაინც, ნოკაუტში მყოფი. ინტერნეტში არის ინფორმაცია,რომ რიჩარდ შრაიგერმა ორჯერ : 2002 წ.27აგვისტოს სანქტ- პეტერბურგში და 2003 წ.22 იანვარს მეხიკოში ნოკაუტებით პირველ რაუნდში წააგო ორი ბრძოლა ერთ და იგივე მექსიკელ ხორხე კოვაჩთან ! რატომ შრაიგერი და არა კოვაჩი გამოაცხადეს პრეტენდენტად "მსოფლიო ჩემპიონის "ქამარზე ? აშკარად ჩანს ,რომ პრეტენდენტობა ჩაწყობილია ! გასაგებია გიორგის მისწრაფება,სურვილი, ჩაატაროს თვალსაჩინო,ნაღდი ბრძოლა ! ამიტომ მოიწვიეს გიორგის მიერ ადრე ნაცემი, ვითომ გერმანელი, რუსეთში გაზრდილი, მოკრივე და დაუკრეს რუსუთის ჰიმნი ! სპექტაკლში მონაწილეობდა კომენტატორი
ჯამლეტ ხუხაშვილი. საქართველოში გიორგის ბრძოლებში ყოველთვის მსაჯობდა ერთი და იგივე რეფერი ნოდარი ცქიტიშვილი ! სრული ტრიუმფია ! მაგრამ დღეს ვიცით როგორ დამთავრდა გიორგი კანდელაკის კარიერა ! გვახსოვს,როგორ შეიცვალა დრო,როგორ შეტრიალდა მისი ბედი. ამჟამად დიადი მოკრივე ცხოვრობს თავის პროვინციაში, ისევ ფანტაზიორობს თავის მომავალზე და ელოდება შემთხვევების მორევი როდის მიუახლოვდება ! პოლკოვნიკი სერგო დავლიანიძე.2011 28. 07.