ტელევიზია ,,ქართული" იწყებს!
საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულესი ეპოქის და ტრაგიკუილი მოვლენების ღიად ანალიზს. ჩვენ ვთვლით რომ ამ ეპოქის ობიექტური ანალიზის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს.
ტელეკომპანია ,,ქართულის" დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ვისაუბროთ იმ ტრაგიკულ წლებზე და მოვლენებზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ბადებს კითხვებს და რომლებზეც პასუხები დღემდე არ გაცემულა.
ტელევიზია ,,ქართულმა" - ჯუმბერ პატიაშვილს მიმართა.
მან ჩვენთან 23 წლიანი დუმილი დაარღვია.
ჩვენ გვსურს, მივიღოთ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც თითოეულ ადამიანშია და თავად საზოგადოებამ შეაფასოს თუ როგორ, რატომ და რისთვის წარიმართა მოვლენები და რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს სინამდვილეში.
პირველი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან უკვე გადადგმულია, ტელევიზია ,,ქართულმა" მიიღო პასუხები პატიაშვილისგან და მოამზადა დოკუმენტური ფილმი 80-90იანი წლების ეპოქაზე.
რასაც შესაძლოა მაყურებლისგან კიდევ უფრო მეტი კითხვა მოჰყვეს. ამიტომ მზად ვართ ეთერი დავუთმოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მათ მიეცემათ საშუალება გამოთქვან საკუთარი აზრი და შეაფასონ მოვლენები.
და ეს, ყველაფერი არ არის, ამ ფილმებით რასაკვირველია არ ამოიწურება ეს მტკივნეული თემა.
მე ჯონი ჯანელიძე ტელეკომპანია ,,ქართულთან" ერთად ვიწყებ ბჭობას და განსჯას ყველა იმ პიროვნებასთან, რომელიც უშუალოდ მონაწილე იყო 80-90 იან წლებში განვითარებული მოვლენებისა, ან ფლობს ინფორმაციას სანდო წყაროდან. სიმართლის ცოდნა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მომავალი თაობებისათვის.
ავტორი: ზაალ ნემსაძე; თინა თაყაძე
ტელევიზია ,,ქართული"