ეკა ჭაბაშვილი
XXI საუკუნის "რექვიემი" უდანაშაულო მსხერპლთათვის
საქართველოს სახელმწიფო ოპერის ორკესტრი და გუნდი
დირიჟორი დავით კინწურაშვილი
სოლისტები: თეიმურაზ აზალაძე, თამთა კორძაია, თინათინ მამულაშვილი, ირაკლი მუჯირი, ირინა შერაზადიშვილი.
Orchestra and Choir of State Opera of Georgia
Conductor Davit Kintsurashvili,
Soloists: Teimuraz Azaladze, Tamta kordzaia, Tinatin Mamulashvili, Irakli Mujiri, Irina Sherazadishvili
No Terrorism!...
არა ტერორიზმს!...
ეს რექვიემი იმ სულების მოსახსენებელია, რომელნიც უმნიშვნელო და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების გამო იღუპებიან, იქნება ეს ტერორიზმისა და ომისთვის გაღებული მსხვერპლი, თუ შიმშილისა ან ავადმყოფობის შედეგი, რომელსაც უსახსრობის გამო ეწირებიან. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ამ მსხვერპლის უმეტესობა უმანკო ბავშვია, რომელიც ხან ბრმად გავარდნილი ტყვიით, ხან ლეიკემიით და ხან კი ვიღაცის პროტესტის ან გიჟური იდეის გამო იღუპება. თითქოს მათი სულების კივილი მესმის და ვხედავ მათ გაკვირვებულ თვალებს, რომლითაც სიკვდილს ჩასცქერიან. ტვინის კედლებს კი მხოლოდ ერთი მარტივი და უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვა ეხლება გამუდმებით: რატომ?... რატომ?... რატომ?...