ეკგ მონიტორი 4/ გულის აგონური რითმი (მომაკვდავი გულის რითმი) / სიკვდილის წინა პერიოდი / ემერჯენსი
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ეკგ მონიტორი 4/ აგონიური რითმი (მომაკვდავი გულის რითმი) / აგონია (agonia) / სიკვდილის წინა პერიოდი (კლინიკური სიკვდილი)
ekg monitori 4/ agonuri ritmi (momakvdavi gulis ritmi) /agonia/ sikvdilis wina periodi (klinikuri sikvdili)
კარდიოლოგიაში ლეტალური 8 რითმი არსებობს:
- იდიოვენტრიკულური რითმი;
- აჩქარებული იდიოვენტრიკულური რითმი;
- აგონური რითმი (არასწორია- აგონალური რითმი)
- ვენტრიკულური ტაქიკარდია (პარკუჭოვანი ტაქიკარდია)
- ვენტრიკულური ფიბრილაცია (პარკუჭთა ფიბრილაცია)
- Torsades de Pointes
- უპულსო ელექტრული აქტივობა (ელექტრომექანიკური დისოციაცია)
- ასისტოლია (გულის გაჩერება)
მომაკვდავი გულის რითმს იწვევს გულის მძიმე დაავადებები, როგორებიცაა მიოკარდიუმის მასიური ინფარქტი, დიდი პულმონური ემბოლი და კარდიოგენური შოკი. აგონური რითმის მიზეზი ასევე ხდება შემავალი ჭრილობა გულის არეში (მაგ., ცეცხლსასროლი იარაღით).
1- გულისცემის სიხშირის მკვეთრი გაიშვიათება (პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე 20/წთ-ში ან უფრო ნაკლები), და რაც უფროდაუფრო იღუპება გულის კუნთის უჯრედები, მით უფროდაუფრო მცირდება პარკუჭების შეკუმშვის სიხშირეც საბოლოო გაჩერებამდე.
2- უკიდურესად ფართო და დაბალამპლიტუდიანი QRS კომპლექსები- მიოკარდიუმის დაღუპვასთან ერთად QRS კომპლექსები სულ უფროდაუფრო განიერდება და იმავდროულად სულ უფროდაუფრო მცირდება მათი ამპლიტუდაც;
3- არარეგულარული რითმი: აგონური რითმის დროს მკაფიოდ შეიმჩნევა ყოველ ორ მეზობელ QRS კომპლექსს შორის სხვადასხვა სიდიდის R-R ინტერვალი, რაც პარკუჭოვანი რითმის არარეგულარულობაზე მეტყველებს.
4- წინაგულების ელექტრული აქტივობის არრასებობა: აგონური რითმის დროს ეკგ-ზე P საეთოდ არ რეგისტრირდება და მხოლოდ პარკუჭების ელექტრული აქტივობა ჩანს განიერი QRS კომპლექსების სახით.
5- არ არის PR (PQ) ინტერვალები;
კლინიკურად აგონური რითმისთვის დამახასიათებელია:
1- პულსის არარსებობა (პალპაციით);
2- არტერიული წნევის არარსებობა;
3- რესპირაციის არარსებობა;
4- გუგების სწრაფი გაფართოება (ორმხრივი მიდრიაზი);
5- ციანოზური კანი;
6- ცნობიერების არარსებობა.
მართვა:
1- ინტუბაციას;
2- ინტრავენურად ეპინეფრინის ინიექციას;
3- გულ-ფილტვის რეანიმაციას.