სამედიცინო ვიდეო: მალორი-ვეისის სინდრომი (საყლაპავიდან სისხლდენა, სისხლიანი ღებინება) / კლინიკური შემთხვევა / გასტროენტეროლოგია
სინონიმი: გასტროეზოფაგური ლაცერაციის სინდრომი
malori-veisis sindromi (saylapavidan sisxldena) / klinikuri shemtxveva / gastroenterologia
მალორი-ვეისის სინდრომის მიზეზები:
- ალკოჰოლიზმი;
- ხშირი ხველება;
- ხშირი ღებინება;
- ორსულთა ღებინება;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- ღვიძლის ციროზი;
მალორი-ვეისის სინდრომის დროს საყლაპავის დისტალურ ნაწილში ან კუჭის კარდიულ ნაწილში ჩნდება ნახეთქები. ეს ნახეთქები სისხლმდენია, რის გამოც პაციენტებს სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზისი) ან სისხლიანი განავალი აქვთ (მელენა). ზოგჯერ თავბრუხვევა (ვერტიგო) და გონების კარგვა (სინკოპე).
საყლაპავიდან სისხლდენის მიზეზები:
- საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი);
- საყლაპავის წყლული;
- საყლაპავის კიბო;
- საყლაპავის პერფორაცია;
- მალორი-ვეისის სინდრომი;
- საყლაპავის პოლიპი;
- საყლაპავის დივერტიკული;
- ბურჰავეს სინდრომი.
შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში სისხლდენა არაინტენსიურია და 24-48 საათში თავისით შეწყდება, ლაცერირებული უბნები, მკურნალობის გარეშე, 10 დღეში აღდგება. თუმცა თუ ნახეთქები დიდია, ადამიანი შეიძლება ძლიერი, ინტენსიურ სისხლდენის გამო გარდაიცვალოს. დიაგნოსტიკისთვის საჭირო ხდება საყლაპავისა და კუჭის ენდოსკოპია, რომ დავადასტუროთ სინდრომი და გამოვრიცხოთ გასტროენტერიტის, წყლულის ან პოლიპის არსებობა. ენდოსკოპის საშუალებით ნახეთქების ვიზუალიზაცია პირველ 24 საათში იოლად ხერხდება, თუმცა 3 დღის შემდეგ კი ძალიან ძნელდება.
საყლაპავიდან სისხლდენის შეწყვეტა ვაზოპრესინის, კერძოდ კი, პიტრესინის საშუალებით ან ენდოსკოპიური ჩარევით ხორციელდება, თუ ჰემორაგია გაგრძლედება ან რეციდიული გახდება, მაშინ გადაწყდება ქირურგიული ჩარევის გზით კუჭის მარცხენა არტერიის ტოტის ლიგირება. შემთხვევათა 5%-ში სისხლის დანაკარგი იმდენად ბევრია, რომ აუცილებელი ხდება ჰემოტრანსფუზიაც.