Tuesday, 07 July, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გიორგი ზანგური ჩვეულებრივი დღე

გიორგი ზანგური   ჩვეულებრივი დღეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს უნივერსიტეტი. კლუბი: "პოეზია ყველასათვის" university of georgia. saqartvelos universiteti. giorgi zanguri - chveulebrivi dge ჩვეულებრივად დაღამდა ჩვეულებრივი დღე, ჩვეულებრივი ვარსკვლავი ჩვეულებრივად ანათებს. შენი დაკარგვის ამბავიც ჩვეულებრივად შევიტყვე და მარტოობას უნიჭო მსახიობივით ვამართლებ. ჩვეულებრივი სიზმრებით ჩვეულებრივად ვიძინებ, ჩემს ჩვეულებრივ ოთახში ქარმა ფანჯარა ჩალეწა. რადგან სულელურ ამბავზე ჩვეულებრივად ვიცინე, წითელი ღვინოც პერანგზე ჩვეულებრივად დამექცა. ჩვეულებრივი სუნი მაქვს, ჩვუელებრივი განცდები, ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ჩვეულებრივად მაცვია. ასე მგონია სიხარულს გზაზე ბრმასავით ავცდები, ჩვეულებრივად იტყვიან უსიხარულო კაცია. ჩვეულებივად დავფრინავ, ჩვეულებრივი ოცნებით, დეკემბერია! ქუჩაში ჩვეულებრივად ითოვებს. უნდა მიყვარდეს მე შენი ჩვეულებრივი კოცნები, ტუჩზე რომ დამადნება და არაფრის გემოს მიტოვებს. უნდა ვუყურო პაემანს ჩვეულებრივი წყვილებით, ყვავილებს ბიჭი იყიდის, როგორც წესი და რიგია. უნდა მიყვარდეს თბილისის ჩვეულებრივი წვიმები და ნიაღვარი სტრიქონი არ იყოს, როგორც სტიქია. ეს მსახიობი სცენაზე ჩვეულებრივად თამაშობს, ეს კი, იცნობდეთ, მხატვარი ჩვეულებრივი მხატვრობით. დედა წვიმიდან შემოსულს ჩვეულებრივად გამაშრობს და დავშორდები სიყვარულს ჩვეულებრივი მადლობით. ჩვეულებრივად რას ნიშნავს? ჩვეულებრივად ეს როგორ? უჩვეულობის გარეშე? მაშინ სიცოცხლე რად მინდა?! თუ შემიყვარდა ისე რა, ჩვეულებრივად ეს გოგო და არ ვაჩუქე მაისი აყვავებული ატმიდან…. ჩვეულებრივად რად მინდა?!
Мой аккаунт