Monday, 17 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

II ნაწილი.ელექტროკარდიოგრამების განხილვა კლინიკური შემთხვევებით (ელექტროკარდიოგრაფია, ECG, EKG)

II ნაწილი.ელექტროკარდიოგრამების განხილვა კლინიკური შემთხვევებით (ელექტროკარდიოგრაფია, ECG, EKG)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
წარმოდგენილ ვიდეო-ლექციაში განხილულია 30 კლინიკური შემთხვევის ელექტროკარდიოგრამა. დანარჩენი 120 შემთხვევა სხვა 4 ვიდეო-ლექციაშია გადანაწილებული. თუ თქვენ კარგად არ ფლობთ ეკგ-ს, გირჩევთ, ჯერ მისი საფუძვლები ისწავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ მოცემული ვიდეოს დამუშავებას. ეკგ-ის საფუძვლებს აქვე ნახავთ, სხვა ხუთ ვიდეო-ლექციაში. მოცემული ლექციებზე მუშაობის დროს ჩემი მიზანი იყო, რომ დავხმარებოდი სტუდენტებსა და სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს ეკგ-ების ათვისებაში. ამის უცოდინრობა, მიუხედავად იმისა, თქვენ ნევროლოგი ხართ თუ უბრალო დერმატოლოგი, არ შეიძლება. თანაც, როგორც ხედავთ, სულ 11 სალექციო თემაა, რომელიც საერთო ჯამში 24 საათსაც არ მოიცავს და არ უნდა იყოს ძნელი მისი ათვისება. დღეში 1,5-2 საათი მაინც რომ დაუთმოთ მას, ერთი კვირის შემდეგ თქვენ საკმარისი ცოდნა გექნებათ და თამამად შეძლებთ მნიშვნელოვანი ეკგ-დარღვევების ამოცნობას. გარდა ეკგ-ებისა, ამჟამად მსგავსი ლექციების ჩაწერა ხორციელდება სხვა სპეციალობებსა და საგნებში: ჰისტოლოგიაში, პათოლოგიურ ანატომიაში, ფარმაკოლოგიაში, რადიოლოგიაში, დერმატოლოგიაში, ნევროლოგიაში, გენეტიკაში, შინაგან სნეულებებში, ინფექციოლოგიაში, ასევე აბიტურიენტთათვის ბიოლოგიაში (გენეტიკაში), ქიმიასა და ბიოქიმიაში. ჩემი პირადი მიზანია მედიცინის მძლავრი განვითარება საქართველოში. ჩვენი თაობა გამორჩეულად ძლიერი და შეუპოვარი უნდა იყოს. ჩემი პერსონალური პროფილი:https://www.facebook.com/giorgi.ghoghoberidze.7 ჩემი პერსონალური გვერდი: https://www.facebook.com/clinical.cases.56?ref=hl
Мой аккаунт