Saturday, 12 September, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა - ლუდი მთიელი I love my country - Mtieli Beer

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა - ლუდი მთიელი I love my country - Mtieli BeerУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რეჟისორი - ზურა მენთეშაშვილი / Director - Zura Menteshashvili კრეატიული დირექტორი - ლევან ბახია / Creative Director - Levan Bakhia ლექსის ავტორი - ბექა ონიანი / Lyrics - Beka Oniani Live Branding & Switch Communicaiton მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ქედნების ფრთებით ნახატი. კლდეში, რომ ხევი იწყება მყინვარის გამონახადი. მიყვარს მორევად მდინარის, წარსულის სიბრძნის დინებად სიმღერაზე ვგრძნობ ვინ არის ავის დამთმენი ღირსებად ბებერი სვიის ამკრეფი, დარაჯი ქერის ნაკვერჩხლის მომხდურზე ხმალის ამლესი, ვსცნობ სიბრძნით წვერებ-დავერცხლილს სტუმრისთვის გულის ბეღლებად სავსე, რომ არის პატივით. თვალი აისით ვერ ძღება, სული ამაყი არწივით. წაწლებად წვანან ხევები, მყინვარის გულ-მკერდს ჩაკვრიან ლაჟვარდს აზიდულ ხელებით , მთების შუბლები გაკვრიათ ლექსების ცრემლად იღვრება ნაკადულების რაკ-რაკი, როცა მზე შუბლზე იხრება, როგორც დაისის არაკი. მაშინ დაუვლის გონებას ველად ნაზარდი ქარები ვიგრძნობ დევ-გმირის ღონე მაქვს, ძალა მაქვს კალოს ხარების მე ყვავილ-ყვავილ მოვირბენ, მწვანე კორდებზე მზის სხვივებს ჩემთან თუ სტუმრად მოვიდნენ, თუ არ გაოცდნენ ვიწყინებ. ლაღ-სამკაულად ლივლივებს ჩემი სამშობლოს ფერები სევდაშიც შენით ვილხინებ, სიმღერად დავიწერები.
Мой аккаунт