У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
• ქართველი ძალოსნების ტრიუმფალური გამოსვლა და პირველი ოქროს მედალი რიოში - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენია;
• რიო 2016 - ქართველი კანოისტი ფინალშია;
• ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი დაკავებულია - პატრიკ ჰიკს ბილეთების უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებენ;
• იმყოფება თუ არა საქართველოში თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ანკარა ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს;
• უკანონო სამხედრო სწავლება ოკუპირებულ რეგიონში;
• დარეგისტრირდება თუ არა პარლამენტში საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო წინადადება;
• მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრები ტოვებენ, ვაშაძე და ჯაფარიძე კი ბურჭულაძეს გაერთიანებას სთავაზობენ;
• გონიოში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა გრძელდება - დაირღვა თუ არა წვრთნების დროს უსაფრთხოება;
• ახალი გარემოებები დემურ სტურუას საქმეში და კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც პოლიციისგან ზეწოლაზე საუბრობს;
• „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას პატიმრების წამების ამსახველი კადრების დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას სთხოვს;
• ყაზბეგის გამზირზე გაჩეხილი ხეები - „პარტიზანი მებაღეების“ პროტესტი და შიმშილობა მერიასთან;
• ახალი კვლევა ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული დაავადებების მატების შესახებ - რა მდგომარეობაა საქართველოში და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას;
• ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი „ავერსის“ წინააღმდეგ;
• აბაშიშვილი ცესკო-ს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლო დისკრედიტაციად აფასებს;
• ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე;
• ISFED-ი „ცენტრისტების“ წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოში განხილვა გადაიდო;
• „ფორუმმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა;
• პარტიები წინასაარჩევნო ღონისძიებებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ;
• „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ - პრეზიდენტი ქობულეთის საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა;
• მდინარე ჭუბერში ავტოავარიის შედეგად წყალში ჩავარდნილ მამაკაცს ეძებენ;
• საგადასახადო ამნისტია - ასეულობით ბიზნესმენი 2 მლრდ-მდე ოდენობის დავალიანებისგან გათავისუფლდება;
• ამორტიზებული შენობა, წყლისა და ბუნებრივი აირის პრობლემა - სოფელ მერიაში მცხოვრები 25 ოჯახი დახმარებას ითხოვს;
• უნიკალური აღმოჩენა: ლაგოდეხში 600 მეტრის რადიუსზე განთავსებულ უძველეს კომპლექსს მიაგნეს.